ვაკის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, გზის საფარი კიდევ ერთ მისამართზე – წყნეთის ქუჩის N1-1ა-ში იგება. პირველ ეტაპზე წყალარინების მიწისქვეშა ქსელი რეაბილიტირდა. ორივე პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. საგზაო სამუშაოოები 1000-მდე კვ. მ ფართობის ეზოში მიმდინარეობს. პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „სუხო“ აწარმოებს, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.