კრწანისის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ამჯერად შიდა ეზოს მოწესრიგების სამუშაოები ანდრო ჟორდანიას 14დ-ში (ღოღობერიძის 69 ნომრის მიმდებარედ) დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასფალტის საფარი 850 კვ. მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოწესრიგდა 140 კვ.მ-ის სიგრძის ბორდიური. სამუშაოები შპს „ახალმა ჯგუფმა“ შეასრულა, ხოლო ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია’-მ.