გლდანის რაონის გამგეობის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება, მათ შორის, წითელ ხაზებში არსებულ შენობებს სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია უტარდებათ. ამჯერად, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 9 მისამართზე დასრულდა. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ერთ მისამართზე. აღნიშნულ სამუშაოებს ზეადმხედველობდა და ერთ მისამართზე აგრძელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.