ნაძალადევის რაიონში, ერწოს N6-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები 286 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა.პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება,ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.