“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში წყალარინების ქსელი ოთხ მისამართზე მოეწყო.
სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:
- დ. ჭონქაძის ქ. N10ა;
- ალ. გრიბოედოვის ქ. N1;
- ამაღლების ქ. N22;
- მ. ბროსეს ქ. N11;
პროექტის ფარგლებში, სრულად გამოიცვალა წყალარინების ქსელი, რომელიც ათეული წლებია არ განახლებულა. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.