მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ვერაზე, გუნიას I გასასვლელ №7-ში, რკინაბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. აღნიშნულ პროექტს ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.