გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების დაფინანსება გრძელდება. ამ ეტაპზე, გამგეობამ 31 ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა, შვიდ მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ზედამხედველობის სამუშაოებს ასრულებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.