ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებას კიდევ ხუთი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა. კაუჩუკის მოედანი მოეწყო და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა შემდეგ მისამართებზე:
მუხრანის ქუჩა N15-ის მიმდებარედ;
ბუაჩიძის ქუჩა N20ა-ს მიმდებარედ;
ერწოს ქუჩა N10-ის მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი N62-ის მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი N78-ის მიმდებარედ;
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებს ზედამხედველობდა ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.