ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს ვაკის რაიონში , ბაგების გზატკეცილზე , N6-დან (სამხარაულის წრე) , ახლი საავტომობილო ხიდის წრიულ კვანძამდე , მონაკვეთის რეაბილიტაცია, ორ ლოტად. სამუშაოებს აწარმოებენ : შ.პ.ს „ლუკრი“ და შ.პ.ს „კომპანია ბლექ სი გრუპი“. რეაბილიტაცია მოიცავს მიწისქვეშა ქსელების შეცვლას , მათ შორის „gwp”-ის და „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში  მყოფი არსებული მილების. მოწესრიგდება  როგორც გზის სავალი ნაწილი , ასევე ტროტუარები , რომლებიც მოეწყობა გზის ორივე მხარეს. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა , ახალი ლედ სანათებით. მიმდინარე სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს „ა (ა) იპ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.