ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იქნება ორმხრივი , ცალ მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარი. გვირაბის საშუალებით, ბაგებიდან ახალ საავტომობილო ხიდზე მოძრავ ავტომობილებს საშუალება ექნებათ მოხვდნენ ქავთარაძის ქუჩაზე და პირიქით.სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ არსი ქონსთრაქშენი“, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს „ ა (ა) იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.