ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ვაკის რაიონში, მ.თამარაშვილის და ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე,  ახალი საავტომობილო კვანძის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა , ახალი  კვანძისთვის, გზის საყრდენი რკინა-ბეტონის კედლები,  გზაზე დაიგება  ასფალტ-ბეტონის საფარი და  დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება , ჭ.ამირეჯიბის ქუჩაზე ,სასიგნალო შუქნიშნის საშუალებით, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკის მიმართულებით მოძრაობა . მ.თამარაშვილის ქუჩაზე კი , ვაკის პარკის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, სასიგნალო შუქნიშნის საშუალებით, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილზე, გმირთა მოედნის მიმართულებით. ახალი კვანძის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ სმარტ სოლუშენი“, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს „ა (ა) იპ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.“