ვაკის და საბურთალოს რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა  ლიფტების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოები. მოხდა ძველის ახლით ჩანაცვლება. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში  რეაბილიტირდა 80 ლიფტი.

აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ახლაც გრძელდება. აღნიშნულ სამუშაოებს  ზედამხედველობას უწევს  ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.