ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულის რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შ.პ.ს ,,ჯორჯიან ინჟინირინგი”, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ ქ. თბილისი მუნიციპალური ლაბორატორია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი დავით ენდელაძე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი იატაკი, გადახურვა, შიდა განათების სისტემა და ჩატარდება ინტერიერის სრული სამღებრო სამუშაოები.