ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის N 6-დან ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის წრიულამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია, ეწყობა ახალი სანიაღვრე კოლექტორი და წვიმმიმღები ჭები, არსებული საჰაერო ქსელებისთვის მიწის ქვემოთ მოეწყობა კაბელ-არხები, ასევე პროექტით გათვალისწინებულია ლოკალურად ფერდის და გზის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა.
მოეწყობა სრულიად განახლებული საფეხმავლო ტროტუარები, ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი და გარე განათები სისტემა თანამედროე LED სანათებით.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი დავით ენდელაძე.