ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს ვაკის რაიონში ი. ჭავჭავაძის გამზირის N 84 მოპირდაპირედ, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები სპეციალური დანადგარით და ხდება ხიმინჯების დაბეტონება.
პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მისამართზე გაგანიერდება ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი გადასაადგილებელი სივრცე, მოეწყობა ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი და გზის ცალ მხარეს დაიხაზება საპარკინგე ზოლი.
აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი დავით ენდელაძე.