ქალაქ თბილისის, დიდუბის რაიონის გამგეობამ, თამარ მეფის გამზირზე N20-ში მდებარე, ხანძრის შედეგად დაზიანებული, სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის, სრული რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოხდა სარდაფის ფუნდამენტებისა და კედლების გამაგრება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, სართულებს შორის მოეწყო გადახურვა მონოლითური რკინა-ბეტონის საფარით, ასევე დამუშავდა აივნები და სადარბაზოები.
სამუშაოებს ასრულებდა შ.პ.ს ,,მშენებელი’’.
აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკური ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ.