ჩუღურეთის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეყწობის პროგრამის“ ფარგლებში სახლების კაპიტალურ გამაგრებას აგრძელებს. პროექტის მიხედვით ლარეხის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება სარდაფის ფუნდამენტებისა და კედლების გამაგრება და რეკონსტრუქციის სამუშაოები .
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ელმო’’.
აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.