ქალაქ თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ჩუღურეთის რაიონში აბრეშუმის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია მიმდინარერობს, პროექტის ფარგლებში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა შიდა და გარე პერიმეტრზე. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოს ტერიტორიას. მუზეუმში არსებულ უნიკალურ ავეჯს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია. ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულების სტადიაშია.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს ,,დიკა 2010” ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ქალაქ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.