ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაკვეთით სამგორის რაიონში, ახვლედიანის ქუჩა N 14 (ორხევის დასახლება) N 76 ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს შენობის ინტერიერის და ექსტერიერის სრულ განახლებას.

აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ ქალაქ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.