შიდა ეზოების მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი მისამართი მოაწესრიგა. მესამე ა მიკრორიაონის N15 კორპუსთან სამუშაოები 1200 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა.
ამასთან, აღნიშნულ კორპუსში „გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამით“ წყალარინების შიდა და გარე ქსელი ექვსივე სადარბაზოში შეიცვალა, ზედამხედველობდა აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.