ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აბაშიძის N41-ში გზის საფარი მოწესრიგდა. სამუშაოების შედეგად, 1300-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორია განახლდა . გარდა ამისა, 450 კვ. მ ფართობზე მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა. განახლდა სპორტული მოედანი, ეწყობა გამწვანებული საბავშვო სივრცე. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედვეოობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.