გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანში, IV ა მიკრორიაონის N7 კორპუსთან ეზოს მოწესრიგების სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე შეიცვალა.
გზის საფარის მოწესრიგებამდე აღნიშნულ კორპუსში გამგეობის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამით წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, ზედამხედველობდა აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.