მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. სამუშაოები ოქროყანაში, თბილისის ქ. N6 ჩიხსა და კ.კეკელიძის ქ. N28-30-ის მიმდებარედ ჩატარდა. პროეექტის ფარგლებში, ორივე მისამართზე რკინა-ბეტონის კედელთან ერთად დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირებიც, აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობდა  ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.