საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად, 8 ლიფტი რეაბილიტირდა შემდეგ მისამართებზე:
ფერდინანდ თავაძის ქ. N3;
ფანასკერტელის ქ. კორპ. N9;
დიდი დიღომი, IV მ/რ კორპ. N21.
აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, ზედამხედველობა გაეწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ.