ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შიდა ეზოს მოწესრიგება ნუცუბიძის IV მ/რ-ის N24 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა. პროექტის შედეგად გზა 1400-მდე კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა, მოეწყო ბორდიური და დაიგო ასფალტის ახალი საფარი. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ შეასრულა ხოლო ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორია“-მ.