ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, რამდენიმე სივრცე უკვე განახლდა. პირველ ეტაპზე, დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განხორციელდა და ტერიტორია მოწესრიგდა, ამის შემდეგ კი მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა და საპარკე ავეჯის მონტაჟი. სამუშაოების შედეგად, 1300-ზე მეტ კვ. მ ფართობის სკვერი რეაბილიტირდება. პროექტის დასკვნით ეტაპზე, დასასვენებელი სივრცე გამწვანდება. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.