ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, 3400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი, მოეწყობა ორი სავარჯიშო მოედანი და ძაღლების გასასეირნებელი სივრცე. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდება.

დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების ზედამხედველობას განახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.