ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N11-12 კორპუსების მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების განხორციელების შედეგად, განახლდება მოედნის საფუძველი, ღობე, საფარი. სტადიონი აღიჭურვება შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.