დიდ დიღომში, ლ. რჩეულიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში საგზაო სამუშაოები დასრულდა.საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 7 700 კვ.მ
ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე უწევდა გადაადგილება, სამუშაოების განხორციელების შედეგად კი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
სამუშაოები შპს “ლ. ენდ ლ” ხოლო ზედამხედველობა კი ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-მ განახორციელა.