მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე, გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, წავკისში, 9 ძმა ხერხეულიძისა და დიდგორის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 12 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური. სამუშაოების პირველ ეტაპზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.