გლდანის რაიონის გამგეობამ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა.სამუშაოები ქერჩის ქ. N6 კორპუსთან დასრულდა. ზედამხედველობა აღნიშნულ სამუშაოებს გაეწია ა(აიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ. შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულბადეები, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და განახლდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი.