გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, წყაროს ქუჩის კეთილმოწყობას ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 500 გრძივ მეტრამდე მოეწყო, 13 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარის დაგება სრულდება. სამუშაოებს  ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.