სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში, ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი 1 800 კვ. მ-ის მოცულობის ფართობზე ეწყობა. ზედამხედველობას აღნიშნულ პროექტზე ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.