დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის პარალელურად, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურა თერთმეტ მისამართზე მოწესრიგდა. ასფალტი დაიგო როგორც შიდა კვარტალურ გზებზე, ასევე, ეზოებში. ჯამში, ასფალტის საფარი 8 441 კვ.მ ფართობზე დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა: სამტრედიის ქუჩის N51-ში, ახმეტელის ქუჩის N8-10-ში, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეორე, 3ა და მე-8 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველ კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-10 და მე-11 კორპუსებთან,მეხუთე კვარტლის მე-15 კორპუსთან და ესსმა ონიანის პირველი ჩიხის N6-8-10-თან.ყველა აღნიშნულ სამუშაოებს ზედახედველობს ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”.