გლდანის გამგეობის მიერ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.ამჯერად, ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები გიორგიწმინდის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს. სამუშაოები 336 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.