ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, წულუკიძის მე-3 შესახვევში, N3 და N5 კორპუსების მიმდებარედ ახალი სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამჟამად, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი, დასასვენებელი სივრცე, ასევე, ტარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. აღნიშნულ პროექტს ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.