ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები განახორციელა.ასფალტის ახალი საფარი 2000 კვ.მ-ზე დაიგო. საგზაო სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“. დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს ახლა უკვე გადაადგილება არც ფეხით და არც საავტომობილო გზით დისკომფორტს აღარ შეუქმნის.