ნაძალადევის რაიონში, სანზონის N9 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 240 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, შვიდი საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებამდე მოძველებული წყალარინების ქსელი რეაბილიტირდა. ამ პროექტით ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდება და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. სანიაღვრე სისტემაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფარი მოწესრიგდება. მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.