ვაკის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N4 კორპუსთან დასასვენებელი სივრცე ეწყობა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, მინი სპორტული მოედანი ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის. სივრცეში დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგვება მცენარეები.დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.