გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ეზოს მოწესრიგების სამუშაოები მესამე მიკრორაიონის N6 კორპუსთან მიმდინარეობს. 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. აღნიშნულისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 50 000 ლარი დაიხარჯება. გზის საფარის მოწესრიგებამდე აღნიშნულ კორპუსში გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამით, წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა. მიმდინარე სამუშაო პროცესს ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”.