დიდუბის რაიონის გამგეობა ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე ლიფტის რეაბილიტაცია დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 25-ე კორპუსში განხორციელდა.სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები. ზედამხედველობა გაეწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ.