დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა და პროექტი შემდეგ ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, ხიდის შეზღუდულ არეალში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია, დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელს ხიდზე ერთიანად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს ზედამხედველობსა (ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.