მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, ორ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. სარემონტო სამუშაოები გ. რჩეულიშვილის ქუჩა №-1ში და ჟვანიას ქ. №9-ში განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა, ასევე, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით მოეწყო. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, ხოლო ზედამხდველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურიი ლაბორატორია“-მ.