ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, 1300-ზე მეტი კვ. მ ფართობის სკვერი კეთილმოეწყო. აღნიშნულ პროექტზე ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“