გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. სრულიად ახალი კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები VIII მიკრორაიონში N29 კორპუსთან დასრულდა. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”.