მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე, სავალი გზის რეაბილიტაცია ოქროყანაში, გურამიშვილის და დადიანის ქუჩების ნაწილზე დაიწყო.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 850 კვ. მ. ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყობა ბორდიური. სამუშაოებს ახორციელებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.