გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ამჯერად, ეზოს მოწესრიგების სამუშაოები გლდანის მე-6 მ/რ-ის  N6 კორპუსთან დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.