ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, ქევხიშვილის ქუჩაზე 1600 კვ.მ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე. განთავსდებსა საბავშვო და მოსასვენებლი სივრცეები. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა.ზედამხედველობას აღნიშნულ პროექტს გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.