გლდანის გამგეობა რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის საერთო სარგებლობის აივნების გამაგრებას გეგმავს. ამ ეტაპზე, სამუშაოები I მ/რ-ის N23 კორპუსში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს საერთო სარგებლობის 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციით გამაგრდება, შეილესება და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები. განხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაციაც.
სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.