გლდანის გამგეობა რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის საერთო სარგებლობის აივნების გამაგრებას გეგმავს. ამ ეტაპზე, სამუშაოები I მ/რ-ის  N23 კორპუსში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს საერთო სარგებლობის 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციით გამაგრდება, შეილესება და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები. განხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაციაც.

სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.